Friday, November 18, 2011

1. პროექტის სახელწოდება: ქართული ენის ჯავახური კილო

1. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან ჯავახური კილოს თავისებურებებს.  ქართულ დიალექტებს შორის ყველაზე ახლოს დგას ქართლურსა და კახურთან. ეს დიალექტები კი თანამედროვე სალიტერატურო ქართულის საფუძველსა და მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენენ.
2. პროექტის აქტუალობა: ჯავახური კილოს შესწავლა საინტერესოა, რადგან სალიტერატურო ქართულის საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა მოსწავლეები გაეცნობიან ამ კუთხის ისტორიას და მის გავლენას სალიტერატურო ენაზე. მტრების მომძლავრებისაგან აწიოკებული მოსახლეობა გადაიხვეწებოდა სხვადასხვა კუთხეში და იქ რჩებოდა სამუდამოდ. დასავლეთ საქართველოში (სამტრედიის რაიონში) გვაქვს გეოგრაფიული სახელი საჯავახო, ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადმოსახლებულია ქვემო ქართლში. ქვემო ქართლურში საკმაოდ იგრძნობა სამცხურ–ჯავახური მეტყველების გავლენა. სხვა შემთხვევაში ჯავახური მეტყველება შერწყმულია ადგილობრივ კილოსთან. ჯავახურ მეტყველებას ახასიათებს ფონეტიკურ–მორფოლოიური თავისებურება.
3. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან და შეადარებენ ჯავახური დიალექტებისათვის დამახასიათებელ ენობრივ მოვლენებს ქართული ენის სხვა კილოების მონაცემებთან. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა–ძიების, ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
   ე.ს.გ. XII.1
4. მონაწილეთა ასაკი: 17–18 წელი
5. ვადების/ხანგრძლივობა: 5–6 თვე
6. მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას დიალექტების შესახებ, კერძოდ ჯავახური კილოს თავისებურებებზე. გაეცნობიან და შეისწავლან იმ თავისებურებებს, რომელიც ამ კილოს ახასიათებს. რაც გამოწვეული იყო ამ მხარის ისტორიით. კერძოდ გავრცელებული ისლამის წყალობით ქართული ენა სუსტდებოდა. 
   მოაწყობენ ექსკურსიას სამხრეთ საქართველოში, ჩაიწერენ ინტერვიუს იქ მცხოვრები მოსახლეობისაგან და გაეცნობიან ამ კუთხის მეტყველების თავისებურებებს. გამოაქვეყნებენ  სკოლის  გაზეთში, რომ  სხვა  ბავშვებისთვისაც  გახდეს   ნათელი  ჯავახეთის  მრავალტანჯული ხალხის  ისტორიამ  როგორი  გავლენა  იქონია  იქ  მცხოვრებ  მოსახლეობის  სამეტყველო  ენაზე.
    დღეს,  ჩვენთვის,   მეტყველების  გავრცელებულობის  მიხედვით საინტერესოა  ის  ქართული  სოფლები, რომლებიც  იმყოფება  ჯავახეთის  ტერიტოტიაზე. 
7 .პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,  კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
8 .პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები): მოსწავლეები  გაეცნობიან  ჩვენი  ქვეყნის  სხვადასხვა  კუთხეების  ისტორიას  და  მის  გავლენას სალიტერატურო  ენის   მეტყველებაზე. ჩაიწერენ  ინტერვიუს  მოსახლეობისაგან, გადაიღებენ  ფოტოსურათებს.
ისტ–ს განოყენებით  მოიძიებენ  ინფორმაციას  ამ  კუთხის  შესახებ.
9.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ქართული.  ესგ  XII.14.
10. პროექტის  ხელმძღვანელი: ირინა  კუჭავა.
11. ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: irinakuchava@gmail.com
12 .პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი/: irinakuchava.blogspot.com    

No comments:

Post a Comment